წყლის ფილტრების შედარება

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი? რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ და რით განსხვავდება წყლის ფილტრები ერთმანეთისგან? რომელი ფილტრი რა ამოცანისთვის არის შექმნილი?

ამ და სხვა კითხვების დასმა გვიწევს, როცა ვგეგმავთ სასმელი წყლის ფილტრის შეძენას. ამოცანიდან გამომდინარე, წყლის ფილტრის მიმართ მოთხოვნებიც განსხვავებულია. ჩვენ გავაერთიანეთ საკითხები და განვიხილეთ სასმელი წყლის ფილტრების ძირითადი ჯგუფების ჭრილში. ქვემოთ მოცემული კრებსითი ცხრილის გამოყენებით, მარტივად დაინახავთ განსხვავებებს ფილტრებს შორის და გაიმარტივებთ თქვენი საჭიროებისთვის შესაფერისის მოძიებას. გამოგვყევით და მიიღეთ ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი. 

შედარება 7 კრიტერიუმის მიხედვით

წყლის ფილტრის ტიპები

ცხრილი დაგეხმარებათ თქვენი ამოცანის შესაბამისი სასმელი წყლის ფილტრის არჩევაში

დოქი ფილტრი

  • წყალი შედარებით უვნებელი ხდება
  • აშორებს უსიამოვნო სუნს და გემოს
  • წმენდს ქლორისგან, ჟანგისგან და სხვა ძირითადი მინარევებისაგან
  • ხისტი წყლისთვის დაგჭირდებათ სპეციალური კარტრიჯი, რომელიც ახდენს ჭარბი კალციუმის შემცირებას
  • თუ ჩაიდანში ნადები ძირითადი პრობლემაა, ხშირად მოგვიწევს კარტრიჯის შეცვლა
  • წყალს წმენდს პორციებად, 1 დოქის გაწმენდას უნდება დაახლოებით 5-10 წუთს. საშუალო დოქის მოცულობა 1,5 ლიტრია. 
  • მარტივი მოხმარება;
  • ჩანს, თუ როგორ იწმინდება წყალი;
  • მოსახერხებელია წყლის ჩასასხმელად ქვაბში, ჩაიდანში, ფინჯანში, ჭიქაში;
  • შესაძლებელია მაცივარში ჩადგმა.
  • არ სჭირდება მონტაჟი;
  • გამოყენებამდე აუცილებელია სამჯერ გავფილტროთ წყალი და დავცალოთ დოქი. 
  • ყველაზე მარტივად გადასატანი ფილტრია
  • აგარაკზე გადატანის და დაუმუშავებელი წყლის  (ჭის, ჭაბურღილის, ავზის) სასმელად გამოყენებისათვის საჭიროა წყლის ანალიზის ჩატარება და შემდეგ შესაბამისი შემადგენლობის კარტრიჯის შერჩევა
  • ანალიზის გარეშე ასეთი წყლის დოქით გაწმენდის შემთხვევაში, რეკომენდირებულია მისი შემდგომი ადუღება. ღია წყაროდან, ჭიდან ან ჭაბურღილდან მიღებული წყლის სრული უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ანალიზის შედეგად შერჩეული ფილტრი იქნება. 
  • სამწევრიან ოჯახს სტანდარტული კარტრიჯი ჰყოფნის 2 თვის განმავლობაში (200-300 ლიტრი).
  • კარტრიჯის გამოცვლა უმარტივესია
  • დოქთან შედარებით უფრო ღრმა წმენდა
  • აშორებს უსიამოვნო სუნს და გემოს
  • წმენდს ქლორისგან, ჟანგისგან და სხვა ძირითადი მინარევებისაგან
  • ულტრაფილტრაციის მოდული აშორებს ბაქტერიებს
  • ონკანის ფილტრების ძირითადი დანიშნულება წყლიდან შეწონილი მინარევების მოცილებაა.
  • უმნიშვნევლოდ ამცირებენ წყლის სიხისტეს. 
  • ნაკლებად ეფექტურია ნადების წინააღმდეგ.
  • ჭიქის შევსება – 10 წამი;
  • წვნიანის საშუალო ზომის ქვაბის შევსებას დასჭირდება 1-2 წუთი.
  • ესაჭიროება ადგილი ნიჟარის გვერდით ან ონკანზე;
  • ონკანიდან გაუფილტრავი ან ცხელი წყლის მოხმარებისთვის საჭიროა ფილტრზე რეჟიმის გადართვა.
  • არაა საჭირო რამის გაბურღვა და მილებთან შეერთება;
  • ონკანზე მიერთებისთვის საკმარისია ელემენტარული უნარები. არ საჭიროებს ინსტრუმენტს.
  • ვერ ყენდება შხაპის ტიპის სამზარეულოს ონკანებზე.
  • მარტივად გადასატანი ფილტრია.
  • აგარაკზე გადატანის და დაუმუშავებელი წყლის  (ჭის, ჭაბურღილის, ავზის) სასმელად გამოყენებისათვის საჭიროა წყლის ანალიზის ჩატარება და შემდეგ შესაბამისი შემადგენლობის კარტრიჯის შერჩევა
  • მოდელები UF მემბრანით იცავენ წყალს ბაქტერიების უმეტესობისაგან. ღია წყაროდან, ჭიდან ან ჭაბურღილდან მიღებული წყლის სრული უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ანალიზის შედეგად შერჩეული ფილტრი იქნება.
  • კარტრიჯი უნდა შეიცვალოს 4-6 თვეში ან წელიწადში ერთხელ, მოდელის და მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით.
  • კარტრიჯის გამოცვლა მარტივია. არ მოითხოვს ინსტრუმენტებს.
  • დოქთან შედარებით უფრო ღრმა წმენდა
  • აშორებს უსიამოვნო სუნს და გემოს
  • მრავალსაფეხურიანი მოდელები წმენდენ  ქლორისგან, ჟანგისგან და სხვა მინარევებისაგან
  • ულტრაფილტრაციის მოდული აშორებს ბაქტერიებს
  • მოდელი დამარბილებელი კარტრიჯით ამცირებს კალციუმის სიჭარბეს;
  • მხოლოდ საშუალო სიხისტის წყლისთვის. ძალიან ხისტ წყალს შესაძლოა მაინც დარჩეს სიმწარე;
  • თუ ფილტრის გარეშე ნადები რამდენიმე დღეში ჩნდება, ე.ი. წყალი ძალიან ხისტია და დამარბილბელი კარტრიჯის  ხშირად შეცვლა მოგიწევთ.
  • ჭიქის შევსება – 10 წამი;
  • წვნიანის საშუალო ზომის ქვაბის შევსება – 1-2 წუთი.
  • სუფთა წყალი გაქვთ სურვილისამებრ, ცალკე ონკანით ნიჟარასთან (ან ერთიანი სამსვლიანი ონკანით);
  • მარტივია გაფილტრული წყლის მოგროვება ჭიქაში ან დიდ ჭურჭელში;
  • მოსახერხებელია ხილის და ბოსტნეულის რეცხვისთვის.
  • უერთდება წყალსადენს, მაგრდება ნიჟარის ქვეშ, აქვს ცალკე ონკანი ნიჟარაზე;
  • თვითმონტაჟი მოითხოვს მილსადენებთან მუშაობის გარკვეულ გამოცდილებას.
  • გამოცდილი სპეციალისტი  შეასრულებს მონტაჟს სწრაფად და მეტი სანდოობით.  
  • გამოყენებამდე ახალი კარტრიჯები უნდა გამოვრცეხოთ (ანუ გავატაროთ წყალი ფილტრში).
  • შედარებით რთულად გადასატანი ფილტრია.
  • აგარაკზე მონტაჟის და დაუმუშავებელი წყლის  (ჭის, ჭაბურღილის, ავზის) სასმელად გამოყენებისათვის საჭიროა წყლის ანალიზის ჩატარება და შემდეგ შესაბამისი შემადგენლობის კარტრიჯის შერჩევა
  • მოდელები UF მემბრანით იცავენ წყალს ბაქტერიების უმეტესობისაგან. ღია წყაროდან, ჭიდან ან ჭაბურღილდან მიღებული წყლის სრული უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ ანალიზის შედეგად შერჩეული ფილტრი იქნება.
  • მემბრანული UF მოდული იცვლება 1.5-2 წელიწადში ერთხელ, დანარჩენი კარტრიჯები მუშაობენ 6 თვიდან 1 წლამდე. 
  • კლასიკური კონსტრუქციის მოდელებში კარტრიჯის გამოცვლა არ არის რთული, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ უნარებს. 
  • კარტრიჯების გამოცვლა მარტივია S ტიპის (სმარტ კარტრიჯებიან) მოდელებში. 
  • სრულად აშორებს მავნე მინარევებს 
  • ფილტრავს ბაქტერიებს და ვირუსებს
  • წმენდს წყალს ნიტრატების, პესციდიტების და სხვა შესაძლო ქიმიური მინარევისაგან
  • წყლის საწყისი ხარისხის მიუხედავად, წმენდის ყველაზე მაღალი დონე
  • სრულად იცავს ნადებისგან ჩაიდანს და ყავის აპარატს;
  • კარტრიჯი იშვიათადაა შესაცვლელი, თუნდაც ძალიან ხისტი წყლის შემთხვევაში;
  • საყვარელი კერძების, ჩაის და ყავის გემო უფრო სრულყოფილი ხდება (რბილი წყალი უფრო გამოკვეთავს გემოს და არომატებს). 
  • სუფთა წყალი გაქვთ სურვილისამებრ, ცალკე ონკანით ნიჟარასთან (ან ერთიანი სამსვლიანი ონკანით);
  • მარტივია გაფილტრული წყლის მოგროვება ჭიქაში ან დიდ ჭურჭელში;
  • მოსახერხებელია ხილის და ბოსტნეულის რეცხვისთვის;
  • შესაძლებელია ორი ნაკადის მიღება: ნაკადი სამსაფეხურიანი წმენდის მერე და ნაკადი სრული, ხუთსაფეხურიანი წმენდით.
  • უერთდება წყალსადენს, მაგრდება ნიჟარის ქვეშ, აქვს ცალკე ონკანი ნიჟარაზე;
  • თვითმონტაჟი მოითხოვს მილსადენებთან მუშაობის გარკვეულ გამოცდილებას.
  • გამოცდილი სპეციალისტი  შეასრულებს მონტაჟს სწრაფად და მეტი სანდოობით.
  • გამოყენებამდე ახალი კარტრიჯები უნდა გამოვრცეხოთ (ანუ გავატაროთ წყალი ფილტრში)
  • უტუმბო მოდელი საჭიროებს მინიმუმ 2,5 ატმ წნევას ცენტრალურ წყალსადენში. ამიტომ, ფილტრის დაყენებამდე აუცილებელია წნევის გაზომვა.
  • ტუმბოიან მოდელებს შემომავალი წნევის მოთხოვნა არ აქვს. ასეთი ფილტრები გამართულად მუშაობენ დაბალი წნევის შემთხვევაშიც.
  • შედარებით რთულად გადასატანი ფილტრია.
  • უმეტეს შემთხვებში ღია წყაროებიდან (ჭა, ჭაბურღილი, ავზი) აღებული წყალი უკუ ოსმოსის შემდეგ სრულიად უსაფრთხო ხდება;
  • რთულ შემთხვევებში საჭიროა წყლის ანალიზი და ფილტრის ბოლო საფეხურზე  ულტრაიისფერი(UV) სტერილიზატორის დამატება.
  • მემბრანული RO მოდული იცვლება 2-3 წელიწადში ერთხელ, დანარჩენი კარტრიჯები მუშაობენ 6 თვიდან 1 წლამდე. 
  • კლასიკური კონსტრუქციის მოდელებში კარტრიჯის გამოცვლა არ არის რთული, მაგრამ მოითხოვს გარკვეულ უნარებს. 
  • კარტრიჯების გამოცვლა მარტივია S ტიპის (სმარტ კარტრიჯებიან) მოდელებში. 

განსაზღვრეთ პრიორიტეტები

თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ მთავარი კრიტერიუმები წყლის ფილტრის შესარჩევად. მოცემული შედარებების მიხედვით გამოყავით რა ტიპის წყლის ფილტრია უკეთესი კონკრეტულ სიტუაციაში. საბოლოოდ, მოცემულ კატეგორიაში შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ფილტრის მოდელი. 

მაგალითად, თუ ოჯახში გყავთ პატარა, უპრიანი იქნება, პირველ რიგში, იფიქროთ ფილტრაციის დონეზე და წყლის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე ანუ უკუ ოსმოსის ფილტრაციაზე. მაქსიმალური მობილურობისთვის – დოქი ფილტრი. მონტაჟის სიმარტივისთვის ონკანის ფილტრები განიხილეთ. თუ  სტანდარტული კარტრიჯების გამოცვლა რთულ პროცესად გესახებათ, ყურადღება გაამახვილეთ სწრაფ კარტრიჯიან S მოდელებზე. დიდი ოჯახისთვის შეარჩიეთ გამდინარე მოდელები, ფილტრაციის მაღალი სიჩქარით. არასტაბილური წყალმომარაგების შემთხვევაში, თქვენთვის საინტერესო იქნება ავზიანი მოდელები.  ნადებთან ბრძოლაში ისევ უკუ ოსმოსის ფილტრებია უალტერნატივო. თუ კი ბიუჯეტი გაძლევთ საშუალებას, შეგიძლიათ იფიქროთ წყლის ფილტრებში ფლაგმან მოდელზე, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების უმეტესობას აკმაყოფილებს. 

უსაფრთხოება

აბსოლუტური დაცვა

თუ ოჯახში გყავთ პატარა, უპრიანი იქნება, პირველ რიგში, იფიქროთ ფილტრაციის დონეზე და წყლის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე ანუ უკუ ოსმოსის ფილტრაციაზე.

ამ კატეგორიის ფილტრები ნადებთან ბრძოლაშიც უალტერნატივოა

ფილტრაციის სიჩქარე

გამდინარე რეჟიმი

დიდი ოჯახისთვის (დატვირთული მოხმარებისთვის) შეარჩიეთ გამდინარე მოდელები, ფილტრაციის მაღალი სიჩქარით

კომფორტი

მომსახურების სიმარტივე

თუ სტანდარტული კარტრიჯების გამოცვლა რთულ პროცესად გესახებათ, ყურადღება გაამახვილეთ სწრაფ კარტრიჯიან S მოდელებზე

მობილურობა

მონტაჟის სიმარტივე

 

მონტაჟის სისწრაფე და ფილტრის მარტივად მოხსნა-გადატანისთვის ონკანის ფილტრები განიხილეთ

სპეციალისტის უფასო კონსულტაცია

დაგრჩა კითხვები? - მზად ვართ დაგეხმაროთ!

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი სპეციალისტი დაგიკავშირდებათ უახლოეს საათებში. ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 21:00

საკონტაქტო ინფორმაცია

    შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენ დაგირეკავთ

    ჩვენთან დაკავშირება:

    კომპანია ენსო

    წყლის ფილტრაციის თანამედროვე სისტემები

    032 202 20 60

    welcome@kamkama.ge

    სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე ან ფეისბუქ მესენჯერზე: