ჩვენს შესახებ
adword

adword.ge - არის ინოვაციური და განსხვავებული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია ბიზნეს პროცესების გამარტივება და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის რეკლამირების საუკეთესო მეთოდის შეთავაზება.

adword.ge არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ტიპის ბიზნესს მაქსიმალურად მარტივად და ეფექტურად დაგეგმოს და განახორციელოს ციფრული მარკეტინგული კომუნიკაცია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პლატფორმაში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ვებ-პორტალები, რომლებიც საკომუნიკაციო სივრცეს სთავაზობენ კომპანიებს.

Adword.ge-ს ბაზაში არსებული ვებ-პორტალები, სხვადასხვა გვერდებზე, გამოყოფენ სპეციალურ სივრცეებს, სადაც კომპანიას შეუძლია განათავსოს მისთვის საჭირო და მისაღები ტექსტური და ვიზუალური მასალა. ცხადია მასალაზე კლიკის შემდეგ, ვებ-პორტალის სტუმარს შეუძლია გადავიდეს შესაბამის ბმულზე.  მნიშვნელოვანია, რომ კომპანია თუ ფიზიკური პირი, განთავსების ღირებულებას იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პორტალის სტუმარი დააკლიკებს მის მიერ განთავსებულ მასალაზე.

იმისათვის, რომ პლატფორმამ შეინარჩუნოს მისი ძირითადი მიზანი - დაეხმაროს სხვადასხვა ტიპის საშუალო თუ მცირე ბიზნესს, ის მაქსიმალურად მარტივად სანავიგაციოა. კომპანიას (შემდგომში კომუნიკაციის განმთავსებელი) ან ფიზიკურ პირს  აქვს საკუთარი პროფილი, სადაც ხედავს მიმდინარე განთავსებებს, სტატისტიკას, ბიუჯეტის ცვლილებებს და ა.შ. ამ პროფილიდან შესაძლებელია მასალის დამატება, დროებით გათიშვა ან ჩანაცვლება. აქვე ჩანს მიმდინარე ბალანსი, გახარჯული თანხის რაოდენობა და adword.ge-ს მიერ რეკომენდირებული საკომუნიკაციო არხები. მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმა ინარჩუნებს ციფრული მარკეტინგული კომუნიკაციის ძირითად უპირატესობას. შესაძლებელია კომპანიისა თუ ფიზიკური პირის მიერ განთავსებული  მასალის ცვლილება დამატებითი ხარჯის გარეშე. ასევე ის ფაქტი, რომ განმთავსებელი, მხოლოდ კლიკის შემდეგ იხდის ამ კლიკის ღირებულებას, საშუალებას აძლევს მას, რომ კომუნიკაცია და მისი შედეგი იყოს ციფრებში ზუსტად გაზომვადი თუ მარტივად ცვლადი.

Adword.ge დამატებითი საშუალებაა საიტის მფლობელებისთვისაც. თუ ფლობთ საიტს და გინდათ ჩაერთოთ ამ პლატფორმის ინიციატივაში, ამავდროულად მიიღოთ დამატებითი შემოსავალი, შესაძლებლობა გეძლევათ დარეგისტრირდეთ adword.ge- ზე, დაამატოთ თქვენი საიტი სისტემაში და გამოყოთ სარეკლამო ზონები რეკლამის დამკვეთებისათვის. რეგისტრაციის შემდეგ, საიტი გაივლის მოდერაციას Adword.ge-ის ადმინისტრაციის მიერ. ადმინისტრაციიდან თანხმობის მიღების შემდეგ, საიტის მფლობელმა უნდა მიუთითოს საიტის სარეკლამო სივრცის ზომა და ზონა. საბოლოო დასტურის შემდეგ, ვებ-პორტალი დაემატება პლატფორმის შეთავაზებების ბაზაში და რეკლამის მომავალ დამკვეთს საშუალება ექნება ამ ვებ-პლატფორმაზეც განათავსოს სარეკლამო მასალა.

ბეჭდვა