რეკლამის დამკვეთი
adword

მიაწვდინეთ ხმა თქვენს პოტენციურ კლიენტებს ყველაზე ოპტიმალური დანახარჯებით!

თქვენ არ იხდით არაფერს, სანამ თქვენ შესახებ არ შეიტყობენ დაინტერესებული ადამიანები, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხას იხდით მხოლოდ  მას შემდეგ, რაც საიტის ვიზიტორი დააკლიკებს თქვენს რეკლამას.

 

თქვენი რეკლამა თქვენს მითითებულ საიტებზე გამოჩნდება მოდერაციის გავლის შემდეგ. მოდერაციას რეკლამა გაივლის 24 საათის განმავლობაში.

გაიარეთ რეგისტრაცია, დაელოდეთ ვალიდაციის ბმულს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე და გაიარეთ ავტორიზაცია.

 

აირჩიეთ ღილაკი „რეკლამის დამკვეთი“ და მონიშნეთ „ახალი რეკლამის დამატება“, შეავსეთ მოცემული ველები და იქვე ადევნეთ თვალი, როგორ გამოჩნდება თქვენი რეკლამა საიტებზე ატვირთვის შემდეგ. აღნიშნული ველების შევსების შემდეგ, ცხრილში მონიშნეთ ის საიტები, რომლებზეც გსურთ თქვენი რეკლამის გამოჩენა და დააჭირეთ ღილაკს „შენახვა“.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: სარეკლამო მასალა ვერ გაივლის მოდერაციას, თუ ახორციელებს ისეთი პროდუქციის/ მომსახურების რეკლამირებას, რაც ეწინააღმდეგება რეკლამის შესახებ საქართველოს კანონს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონსა და სხვა მოქმედ კანონმდებლობას.

 

გთავაზობთ დეტალურ ინსტრუქციას:


როგორ დავრეგისტრირდე?


სისტემაში რეგისტრაცია ხდება მთავარ გვერდზე, რეგისტრაციის ღილაკის საშუალებით. რეგისტრაციისას უნდა მიუთითოთ მეილი, პაროლი, აირჩიოთ მომხმარებლის ტიპი: ფიზიკური ან იურიდიული პირი ყველა ველის შევსების შემდეგ საჭიროა რეგისტრაციის დასრულების დადასტურება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ მოგივათ შეტყობინება მეილზე. თქვენი ანგარიშის აქტივაციისთვის მიყევით ვერიფიკაციის ბმულს.


როგორ დავამატო რეკლამა?


რეკლამის დამატებისთვის საჭიროა adword.ge-ზე რეგისტრაცია, ასევე მომხმარებლის პროფილის შევსება, რათა მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია იყოს სრული.
რეკლამის დამატებისთვის შედით ველში ”განათავსე რეკლამა”, შემდეგ ”რეკლამის დამატება”. შეავსეთ მითითებული ველები: კამპანიის დასახელება, რეკლამის სათაური, რეკლამის აღწერა, ბმული რეკლამისთვის, სურათი (ასატვირთი ფაილის მაქს. ზომა 10 MB, ფორმატი jpg ან png (96x76 პროპორციული). თქვები რეკლამის საბოლოო სახე შეგიძლიათ ნახოთ მარჯვენა მხარეს გრაფაში (რეკლამის საბოლოო სახე). რეკლამის დამატების დროს, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი საიტები ინდივიდუალურად. დააწესოს დროითი ან/და ბიუჯეტის შეზღუდვები ან/და დატოვოთ ულიმიტო. ყველა მონაცემის შეყვანის შემდეგ დააწექით ღილაკს შენახვა. თქვენი რეკლამა თქვენს მითითებულ საიტებზე გამოჩნდება მხოლოდ მოდერაციის გავლის შემდეგ. მოდერაციას რეკლამა გაივლის 24 საათის განმავლობაში.


როგორ ჩავრიცხო თანხა?


თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის საშუალებით, ან ინტერნეტ ბანკიდან. ასევე ბანკში, ანგარიშის ნომრის წარდგენით, ან საიტის მფლობელის ანგარიშიდან.

რა შემთხვევაში ვერ გადის რეკლამა მოდერაციას?


სარეკლამო მასალა ვერ გაივლის მოდერაციას თუ ახორციელებს ისეთი პროდუქციის/ მომსახურების რეკლამირებას, რაც ეწინააღმდეგება რეკლამის შესახებ საქართველოს კანონს, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონს და სხვა მოქმედ კანონმდებლობას.


მინიმალური თანხა რომელიც უნდა ჩავრიცხო?


ანგარიშზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ მინიმუმ 1 ლარი. (გთხოვთ აქვე გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ჩარიცხულ თანხას შეიძლება ჩამოეჭრას ბანკის საკომისიო).


აქტიურ კამპანიაზე/ საიტზე რედაქტირების შესაძლებლობა?


უკვე შექმნილ სარეკლამო კამპანიაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს განახორციელოთ ცვლილებები, თუმცა ნებისმიერი სახის ცვლილების შემდეგ რეკლამამ თავიდან უნდა გაიაროს მოდერიზაცია. ცვილილებების განხორციელება ხდება ველიდან ჩემი რეკლამა/საიტები.


სად ვნახო სტატისტიკა?


სტატისტიკის სანახავად უნდა შეხვიდეთ ველში ჩემი რეკლამა/ ჩემი საიტები. აქ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი რეკლამის/საიტების კლიკების, ჩვენებების რაოდენობა, როგორც ჯამურად, ასევე სხვადასხვა ფილტრების გამოყენებით. შეგიძლიათ გაფილტროთ თითოეული კამპანიის სტატისტიკა თარიღების ან/და საიტების მიხედვით. ასევე შესაძლებელია იხილოთ რეკლამების სტატისტიკა გრაფიკულად.


რას გულისხმობს პირადი პარამეტრები?


პირადი პარამეტრები გაძლევთ თქვენი ბალანსის კონტროლის საშუალებას. როდესაც ბალანსი ჩამოცდება თქვენს მიერ მითითებულ თანხას, მოგივათ ონლაინ შეტყობინება თანხის მითითებულ ზღვარზე მიღწევის შესახებ.


რამდენია კლიკის მინიმალური ფასი?


კლიკის მინიმალური ფასია საიტის მფლობელის მიერ მითითებული ერთი კლიკის ფასი. უფრო დაბალი ფასის მითითება გამოიწვევს თქვენი სარეკლამო კამპანიის შეფერხებას.


რას ნიშნავს შეთავაზებული ფასი?


შეთავაზებული ფასი გულისხმობს იმ მაქსიმალურ თანხას, რაც სხვა დამკვეთებმა ერთ კლიკში გადაიხადეს. რაც უფრო მაღალ თანხას იხდის დამკვეთი კლიკში, მით უფრო მაღლა განთავსდება რეკლამა ედვორდის რეკლამების ჩამონათვალში.

ბეჭდვა