გამოიმუშავე
adword

თუ გაქვთ საიტი და გსურთ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი მინიმალური ძალისხმევით, გეძლევათ შესანიშნავი შესაძლებლობა!

ამისათვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ Adword.ge- ზე, დაამატოთ თქვენი საიტი სისტემაში და გამოყოთ სარეკლამო ზონები რეკლამის დამკვეთებისათვის.

გაიარეთ რეგისტრაცია, დაელოდეთ ვალიდაციის ბმულს თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე და გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ ღილაკი „საიტის მფლობელი“ და მონიშნეთ „ახალი საიტის დამატება“, შეავსეთ მოცემული ველები.

საიტზე საბაზისო მონაცემების შევსების შემდეგ, საიტი გაივლის მოდერაციას Adword.ge-ის ადმინისტრაციის მიერ.

ადმინისტრაციიდან თანხმობის მიღების შემდეგ, საიტის მფლობელმა უნდა მიუთითოს საიტის სარეკლამო სივრცის ზომა და ზონა.

მოდერაციის გავლის შემდეგ, საიტის მფლობელი შეძლებს განათავსოს რეკლამის დამკვეთების მასალები საკუთარ ვებ-გვერდზე.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: საიტი მოდერაციას ვერ გაივლის თუ საიტი შეიცავს პორნო მასალას და პორნო კონტენტის მქონე ლინკებს, ონლაინ თამაშებს, ან არღვევენ საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, ან არ იცავენ საქართველოს კანონმდებლობას.

 

დამატებითი კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით!

ბეჭდვა