როგორ გავარეკლამოთ სწორად
adword
რეკომენდაციები:

გაარეკლამეთ ერთი კონკრეტული პროდუქტი/სერვისი

ერთ რეკლამაში ერთი კონკრეტული პროდუქტი/სერვისი შესთავაზეთ თქვენს აუდიტორიას, უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ყველაზე პოპულარულ, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე/სერვისზე.  სტატისტიკის მიხედვით პოტენციური მყიდველები უფრო დიდ ყურადღებას ერთი კონკრეტული პროდუქტის/სერვისის შეთავაზებას აქცევენ.
  • რეკლამის სათაური

რეკლამის სათაური უნდა შეესაბამებოდეს რეკლამის ფოტოსა და ტექსტს და მარტივად უნდა ახვედრებდეს პოტენციურ მყიდველს თუ რის რეკლამას ნახულობს. 

  • რეკლამის ტექსტი

რეკლამის ტექსტი ერთ კონკრეტულ ინფორმაციას უნდა აწვდიდეს პოტენციურ მყიდველს, ეს შეიძლება იყოს პროდუქტის/სერვისის ფასი, ფასდაკლება, პროდუქტის/სერვისის კონკტერული ფუნქიის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. ტექსტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს call to action მესიჯს, მაგალითად: დააკლიკეთ, შეიძინეთ, დაგვიკავშირდით და ა.შ.

  • რეკლამის ფოტო

გამოიყენეთ იმ პროდუქტის/სერვისის ფოტო, რომელსაც სთავაზობთ პოტენციურ მყიდველს. ნუ დაიტანთ ფოტოზე დამატებით ტექსტს, რადგან რეკლამის ფორმატიდან გამომდინარე არ იქნება აღქმადი.

  • რეკლამაში მითითებული ლინკი

რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ პოტენციური მყიდველი აუცილებლად იმ   კონკრეტული პროდუქტის/სერვისის გვერდზე უნდა გადადიოდეს რისი შეთავაზებაც გაუკეთეთ. დარწმუნდით, რომ ლინკი გამართულად მუშაობს.

  • რეკლამის განთავსება

თქვენ შეგიძლიათ თქვენით განსაზღვროთ თუ რა იქნება თქვენი რეკლამის კლიკის ღირებულება. რაც უფრო მეტს მიუთითებთ კლიკის ფასს, თქვენი რეკლამა მით უფრო მოწინავე პოზიციაზე გამოჩნდება, შესაბამისად ნახავს მეტი ადამიანი და კლიკების რაოდენობაც მეტი იქნება. გარდა ამისა, თქვენი ბრენდის ცნობადობაც გაიზრდება.

შეგიძლიათ გააკონტროლოთ დღეები და დროები, თუ როდის და რომელ საათებში გაეშვას თქვენი რეკლამა. მაგალითად, თუ გსურთ რომ ადამიანებმა თქვენი რეკლამა სამუშაო საათებში იხილონ შეგიძლიათ აირჩიოთ კვირის დღეები და სამუშაო საათები, თუ გსურთ რომ დასვენების დღეებში გაეშვას რეკლამა მხოლოდ შაბათ-კვირის არჩევის საშუალებაც გაქვთ.

რეკლამის დამატების ველში ასევე ირჩევთ ჩამოთვლილი საიტებიდან თუ სად გაეშვას და სად არა თქვენი რეკლამა. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო მიზნობრივ აუდიტორიას აჩვნოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი.

მაგალითები:

არასწორია: რეკლამაში არ ხდება კონკრეტული პროდუქტის შეთავაზება. სათაური, ტექსტი და ფოტო სამ განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის. ფოტოზე დატანილია ტექსტი, რომელიც ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ყურადღების მიღმაც დარჩეს. რეკლამის ტექსქი არ შეიცავს call to action მესიჯს.



სტატისტიკური მონაცემები:

კლიკების რაოდეობა ერთი თვის განმავლობაში: 387

კლიკების საშუალო რაოდენობა ერთ დღეში: 14


სწორია: რეკლამის სათაური პირდაპირ გვეუბნება თუ რა პროდუქტის რეკლამა კეთდება, ფოტოზე კი ნაჩვენებია ეს კონკრეტული პროდუქტი. ტექსტი შეიცავს call to action მესიჯს, ამ შემთხვევაში „შეიძინე“, და გვაწვდის ერთ კონკრეტულ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში პროდუქტის ადგილზე უფასო მიტანის შესახებ.



სტატისტიკური მონაცემები:

კლიკების რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში: 1454

კლიკების საშუალო რაოდენობა ერთ დღეში: 45
ბეჭდვა