წესები და პირობები
წინამდებარე „წესები და პირობები“ არეგულირებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს. თუ არ ეთანხმებით მოცემულ რეგულაციებს, გთხოვთ არ ისარგებლოთ მომსახურებით, სხვა შემთხვევაში თქვენ იღებთ ვალდებულებას დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა.
1. ტერმინთა განმარტება
1.1 წესები და პირობები  - წინამდებარე დოკუმენტი
1.2 მომსახურება - სარეკლამო მომსახურება
1.3 ჩვენ - შპს „ედვორდ“. მოხსენიებული, როგორც „შემსრულებელი“
1.4 თქვენ -  ვებგვერდზე რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი. მოხსენიებული, როგორც „დამკვეთი“
2. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენ  - „დამკვეთი“ ადასტურებთ, რომ:
2.1. ხართ სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი;
2.2. ან ხართ 16 წელს მიღწეული პირი რომელსაც აქვს ნებართვა დადოს წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოს მომსახურება და განკარგოს შესაბამისი თანხები;
2.3. ან ხართ იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომლისგანაც  გაქვთ შესაბამისი უფლება/ნებართვა, განახორციელოთ რეგისტრაცია და მიიღოთ მომსახურება;
2.4. დაიცავთ  მომსახურებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.5. მომსახურების სარგებლობის მიზნით წარმოადგენთ ყველა საჭირო განახლებულ, უტყუარ, ზუსტ და სრულ ინფორმაციას;
2.6. პირადი ანგარიშის უსაფრთხოების მიზნით, დაცულია კონფიდენციალურობა და გამჟღავნებული კოდები თუ ანგარიშები და სხვა მაიდენტიფიცირებელი რეკვიზიტები გამჟღავნებულია უშუალოდ თქვენ მიერ; მოწოდებული რეკვიზიტები გეკუთვნით პირადად თქვენ და მასში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებთ  შემსრულებელს.
2.7.  აანაზღაურებთ ზიანს, რომელიც შესაძლოა დადგეს თქვენი  მოქმედების/უმოქმედობის შედეგად;
2.8.  არ გამოიყენებთ სხვა სუბიექტის მონაცემებს ვებგვერდზე ოპერირებისა და მომსახურების მისაღებად;
2.9.  დაიცავთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს,  ამგვარი მომსახურებით მოსარგებლეთა შესასრულებელ სტანდარტებს, ასევე, ხელს შეუწყობთ ვებგვერდის უსაფრთხოებასა და გამართულ ფუნქციონირებას.
2.10. თქვენ მიერ მოწოდებული მასალა წარმოადგენს თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებას ან მასზე დაცული გაქვთ საავტორო და სხვა უფლებები, რომლებიც დადგენილია კანონმდებლობით.
2.11. მასალის შექმნისას დაცული და გაითვალისწინებული გაქვთ საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული მოთხოვნები, მასალის შექმნისათვის/მოპოვებისათვის განხორციელებული მოქმედებები არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს და შეესაბამება კანონმდებლობას.
2.12. სხვა სუბიექტის მიერ შექმნილი მასალის გამოყენებისას გაქვთ შესაბამისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.
2.13. მასალა არ არის ცრუ, ყალბი, არ შეიცავს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის შემცველ ინფორმაციას.
2.14. ითვალისწინებთ, რომ მონაცემთა გადაცემა ინტერნეტის მეშვეობით შეიცავს გარკვეულ რისკებს.
2.15. გადახდას ახორციელებთ  კონკრეტული მომსახურების საფასურის გადახდის მიზნით.
2.16. გადახდისას გამოხატულია დამკვეთის ნება-სურვილი და ეს მოქმედება არ განხორციელებულა შეცდომით ან იძულებით.
2.17. თქვენთვის ცნობილია და ეთანხმებით, რომ თქვენ მიერ მომსახურების ღირებულების სახით ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2.18. თქვენთვის ცნობილია და ეთანხმებით, რომ თქვენ მიერ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია  მომსახურების გაწევის მიზნებისათვის შესაძლოა გადაეცეს ქვეკონტრაქტორებს.
2.19. თქვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე თავად აგებთ პასუხს და არ გაქვთ უფლება თქვენი უფლება-მოვალეობები გადასცეთ მესამე პირებს შემსრულებლის წერილობითი ნებართვის გარეშე.
2.20. თუ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ეს არ გამოიწვევს მთლიანი წესებისა და პირობების ბათილობას.
2.21. თქვენ მიერ ვებგვერდზე განხორციელებული რეგისტრაცია გულისხმობს, რომ ადასტურებთ და ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს.
2.22. თქვენთვის ცნობილია, რომ შემსრულებელი პასუხს არ აგებს ხარვეზებზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მათ შორის და არა მხოლოდ, ტექნიკის, სერვერების, პროგრამების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით;   სისტემის გადატვირთულობით; ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით,  უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით; მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან სხვაგვარი ჩარევით; ან  კომპანიის არაკონტროლირებადი მიზეზით და სხვ.
2.23. თქვენ მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობად-ხელმოწერად ითვლება თქვენ მიერ ელეტრონულად მონიშნული თანხმობა საიტის „წესებსა და პირობებზე“.
2.24. დავის არსებობის შემთხვევაში დავის განხილვა მოხდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

3. „დამკვეთს“ ეკრძალება:

3.1. რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა, ძალადობისკენ მოწოდება.
3.2. დამთრგუნველი და შემზარავი ეფექტის მქონე ხასიათის შემცველი მასალების განთავსების დაკვეთა, როგორიცაა ადამიანის სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა, ასევე ცხოველთა წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვ. ასევე პორნოგრაფია, სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენები ხასიათის შემცველი მასალების განთავსების დაკვეთა, მათ შორის ეროტიული სცენები და გამოსახულებები, სიშიშვლე ცალსახად ეროტიულ კონტექსტში და სიშიშვლე არა სექსუალურ კონტექსტში.
3.3. მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის  შემცველი მასალების განთავსების დაკვეთა, მაგალითად როგორიცაა: კიბერდანაშაული, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება/გავრცელება/შეძენა/მოხმარება/პროპაგანდა, ადამიანის ნების დამორჩილების მეთოდიკა და ა.შ.
3.4. კრიმინალური/ქურდული მენტალიტეტის პროპაგანდის შემცველი მასალების განთავსების დაკვეთა.
3.5. ადამიანის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი მასალების განთავსების დაკვეთა.
3.6. მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
3.7. უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები  მასალებში.
3.8. სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება.
3.9. პირის საკონტაქტო ინფორმაციის (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის მონაცემები და ა.შ.) და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემის , ასევე სოციალურ ქსელებში არა საჯაროდ (მხოლოდ მეგობრებისათვის) განთავსებული პირადი ფოტო, ვიდეო მასალის, ან პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი მასალის, მიმოწერის შემცველი მასალების უნებართვოდ გავრცელება.
3.10. მესამე პირთა საავტორო  ან სხვა მომიჯნავე უფლებების დარღვევა - სხვისი ნაწარმოების გამოქვეყნება (პლაგიატობა).
3.11. ისეთი ხასიათის მასალების გამოყენება, რომელიც იკრძალება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3.12. ძალადობის ამსახველი  მასალების გამოყენება, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანის ფსიქიკაზე.

4. პასუხისმგებლობა

4.1. დამკვეთის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, შემსრულებლის წესებისა და პირობების ან/და წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მოგვიანებით გამოაშკარავების ან მესამე პირების მხრიდან პრეტენზიის წარმოდგენის შემთხვევაში შემსრულებელი უფლებამოსილია ყოველგვარი შეტყობინების გარეშე დამკვეთის  მასალა წაშალოს/დაბლოკოს პორტალიდან.
4.2. მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის და ვალდებულნი არიან მეორე მხარეს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი.
4.3. საავტორო უფლებების დარღვევის  შემთხვევაში ან/და მესამე პირების მხრიდან ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში დამკვეთს ეკისრება სრული მატერიალური და მორალური პასუხისმგებლობა მათ მიმართ.
4.4. დამკვეთის მიერ შემსრულებლის წესებისა და  პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებას იტოვებს საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ადმინისტრაციული სანქციები, მათ შორის: წაშალოს მასალა, დაბლოკოს დამკვეთი

5. რეკომენდაციები:

5.1. თქვენ ვალდებული ხართ გაუფრთხილდეთ პერსონალურ მონაცემებს და სიფრთხილით მოეკიდოთ მათ ნებისმიერ გამოყენებას, ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების გადამოწმება.
5.2. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა გადაცემა ინტერნეტის მეშვეობით შეიცავს გარკვეულ რისკებს და მათი დაზღვევა სრულად შეუძლებელია. კომპანია, თავის მხრივ, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ბეჭდვა